ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის უფლებას თუ არ მისცემენ, სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ ეძლევათ.

მისი თქმით, თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.

“ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, – განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

იტვირთბა....