aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ აცრილები.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, RT, ერთზე დაბალია.

“სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – RT, ერთზე დაბალია, კონკრეტულად დღეს 0,91-ია, რაც დამაიმედებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაწეული იყოს იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ და ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის 90%”, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის აცრილია მოქალაქეების 40%.

იტვირთბა....