aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უდუმაშვილი: სააკაშვილის გათავისუფლება არ არის ერთი რომელიმე პარტიის მიზანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიზანი, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო.

“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიზანი, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, ის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა საქართველოს მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა პარტია შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

იტვირთბა....