aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰარცელი: მიგვიწვიეს მოსამართლეების მოსმენებზე, რაზეც უარი ვთქვით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე დასასწრებად მოსაწვევი მიიღო, რაზეც უარი თქვა.

მისივე თქმით, მოსმენების ნაწილი არ ესადაგება 19 აპრილის შეთანხმებას.

“მიგვიწვიეს დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებზე დასასწრებად, უარი მარტივი მიზეზის გამო ვთქვით, ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელზეც აპრილიდან ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ივლისშიც, ჩვენ ვიყავით შეშფოთებულები იმ ფაქტის გამო, რომ პირველ რიგში, ის არ ეთანხმება 19 აპრილის შეთანხმებას, არც იმ პირობებს, რომლებიც ევროკავშირის მაკროეკონომიკური თანამშრომლობისთვის იყო წარდგენილი. როგორც ვიცით ამას მოჰყვა შედეგები, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ოდირის შეფასებები მოსამართლეების ნომინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ვფიქრობთ აუცილებელია ამ პროცესთან შეწინააღმდეგება, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე გადაიხედოს პროცედურა, ახლა მოსმენა მიმდინარეობს პარლამენტში, ახლა საკითხი თავად პარლამენტარების განსახიხლველია და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია”, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

იტვირთბა....