aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე: სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მიშას გათავისუფლება, ფრი მიშა არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკე.

„მიშას გათავისუფლება, კამპანია ფრი მიშა არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი. როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს ცალკე, მე ეს წავიკითხე მისი განცხადებიდან“, – განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

იტვირთბა....