ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: 29-ში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან

რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.
29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ახალ წერილს ავრცელებს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

დოლიძე: ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს ფასად ათავისუფლებენ

სარალიძე: მეორე შვილს მიკლავდით…

სარალიძე მთავრობაზე: ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან

გვარამია პროკურატურას: პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან

POG: გვარამიამ სააკაშვილის პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დავიწყეთ გამოძიება

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა