ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს: სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდე გამრავლებას? მე ვისურვებდი

ევროპელი სოციალისტების დეპუტატი ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძეს ქორწინების ასაკის დაწევაზე კითხვა დაუსვა.

ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ, კიდე გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

გენადი მაკარაძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის

ფრიდონ ინჯია: გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას.

გენადი მაკარაძე: მადლობა

ფრიდონ ინჯია: მოგეხსენებათ, საქართველოში არის დემოგრაფიული პრობლემები, ზღვრული ასაკი ქორწინების, რამდენად მიგაჩნიათ, რომ შეიძლება შემცირდეს, ერთი წლით მაინც?

გენადი მაკარაძე: არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს…

ფრიდონ ინჯია: მადლობა ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ არა.

25-26 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. 25 ნოემბერს კომიტეტი ორ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება.

იტვირთბა....