ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.
“10 ნოემბრის პროცესზე, როდესაც მას ჰქონდა ფიზიკურად ძალა და ენერგია, რომ გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად, კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად, რაც შეეხება 29 ნოემბრის პროცესს, 29-ში თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო პროცესს დაესწროს”,- ამბობს ბასილაია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული.

