aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

როგორ გაიქცა ელ ჩაპო ციხიდან: Sky News დოკუმენტურ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

Sky News აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ გარბის ციხიდან მექსიკელი ნარკობარონი ელ ჩაპო.

კადრში ჩანს საკნის საიდუმლო გასასვლელით როგორ გარბის ჩაპო ციხიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ელ ჩაპოს ექსტრადაცია მექსიკიდან აშშ-ში მალე განხორციელდება, თუმცა როგორც მოსალოდნელია ეს პროცესი ერთ წელზე მეტ ხანს გაიწელება.

მექსიკის მთავარი პროკურორის ცნობით, გუზმანის კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც ეს უკანასკნელი მსახიობებს და პროდიუსერებს დაეკონტაქტა იმ იმედით, რომ მის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებდნენ.

ივლისის გაქცევა ელ ჩაპოსთვის მეორე იყო – 1993 წელს ის გვატემალაში დააკავეს და 2001 წელს პუენტე გრანდეს ციხიდან გაიპარა – სავარაუდოდ, სარეცხი კალათის მეშვეობით და მოქრთამული თანამშრომლების დახმარებით.

მეორე ვიდეოში ჩანს, პოლიციელებმა როგორ იპოვეს მიწის ამონათხარი ადგილი, საიდანაც მოახერხა გამოძრომა ელ ჩაპომ და გაქცევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდში ელ ჩაპოსა და მის ორ გაქცევაზე ბიოგრაფიული ფილმის  გადაღება იგეგმება.

 

 

 

იტვირთბა....