ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სანიკიძე ზურაბიშვილზე: საკმაოდ ეშმაკი ქალბატონია – განაგრძობს ბიძინას ერთგულებას

[su_quote]მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვალი მოიხადა. საკმაოდ ეშმაკი ქალბატონია. ევროპაში მასთან იქნებოდა ძალიან სერიოზული საუბარი სააკაშვილის კაზუსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას არ უნახავს, თუ როგორ ექცევიან სახელმწიფოს მეთაურებს – ევროპის კონტინენტზე ასეთი არ ყოფილა. ამიტომ ჩამოვიდა, გააკეთა განცხადება. ის კი არ თქვა, რომ არ უნდა ვაწამოთ, არამედ, რომ ვაწამებთ, მაგას ნუ ვაჩვენებთ ტელევიზორში. რა თქმა უნდა, ერთგულებას განაგრძობს ბიძინას მიმართ[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

იტვირთბა....