ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კელი სააკაშვილის სასამართლოზე: ეს არ ამყარებს ნდობას საქართველოს მთავრობისადმი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესი საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ვერ გაამყარებს.

“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას – დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს”,- წერს იან კელი ტვიტერზე.

10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.

იტვირთბა....