სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში შეფუთული შევიდა და სულ რამდენიმე წამი გაიარა მანქანიდან შესასვლელამდე, პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ.
“რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ — სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა იმ მანქანიდან, სანამ შევიდოდი მე-18 დაწესებულებაში და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული”,- ამბობს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 8 ნომერბს მიხეილ სააკაშვილი გლდანის 18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რა დროსაც იქ მყოფმა პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა აყენებდნენ სააკაშვილს.

