ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია Twitter-ის პოსტში “ცხად პოლიტიკურ შურისძიებად” მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
“საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის მე-5 კვირას, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, დაემუქრნენ; შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ადეკვატური ჯანდაცვა. არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიებაა”,- წერს ორგანიზაცია.

