ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: მოშიმშილე ელენე ხოშტარია პროვოკაციებისთვის ადვილი სამიზნეა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მოშიმშილე ელენე ხოშტარია პროვოკაციებისთვის ადვილი სამიზნეა.

ვოლსკის თქმით, ხოშტარიას შიმშილობა არის საკითხი, რაზეც ყველას მართებს დაფიქრება.

“ჯერ ერთი, ამ შიმშილობის აზრი და არსი სრულიად გაუგებარია. გარდა ამისა, ის ადვილი სამიზნეა პროვიკაციებისთვის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს. რა თქმა უნდა, მიღებული ინფორმაცია სკანდალულობისა და ბევრი შეკითხვის მიუხედავად, დღეს აუცილებლად უნდა გაჟღერებულიყო”, – განუცხადა  გია ვოლსკიმ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ ოპოზიციურ შეხვედრაზე დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი განიხილებოდა.

იტვირთბა....