ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამია სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს: საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სააკაშვილზე მოხდა ძალადობა

“საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილზე მოხდა ძალადობა…” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა, რომელიც ამ წუთებში გლდანის ციხესთან მივიდა.

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მოვედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და იმის გასარკვევად, რა ვითარებაში იქნა იგი გატაცებული, რა ვითარებაში იქნა იგი გადმოყვანილი, რა ვითარებაშია იგი ახლა და ძალადობის ფაქტები, რომელზეც ისაუბრა იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ სააკაშვილზე მოხდა ძალადობა და არა პირიქით. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველას და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები არ დაარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია და ახლავე შემიშვით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, – ამბობს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....