ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო: მიხეილ სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმაგლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.

მათივე ინფორმაციით, სააკაშვილმა ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....