ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ხარჩილავა: წალენჯიხის თვითმმართველობა იქნება მუდმივ რეჟიმში გამრღვევი ინიციატორი

ერის საერთო სტრატეგია თავისუფლებისკენ იხედება და ეს ადამიანები ზუსტად მიდიან მიზნისკენ, ეს არის პრეზიდენტის და ერის თავისუფლება. რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება და წამოვა დათმობებზე, – ამის შესახებ წალენჯიხის არჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეკრებილების ხმა არის საბოლოო შედეგის მომტანი.

„ეს არის მაგალითის ძალა. ჰკითხულობდნენ, რას ნიშნავს მაგალითი ან ერთი კაცის თავგანწირვა. აი, ეს არის მაგალითის ძალა, რომ გადამდებია. ამიტომ ხელისუფლების სტრატეგია ამ შემთხვევაში, უძლურია, რადგან ერის საერთო სტრატეგია შორს იხედება. თავისუფლებისკენ იხედება და ეს ადამიანები ზუსტად მიდიან მიზნისკენ – ეს არის პრეზიდენტის, ერის თავისუფლება. რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება და წამოვა დათმობებზე. ამ ადამიანების ხმა არის საბოლოო შედეგის მომტანი“, – განაცხადა ხარჩილავამ.

იტვირთბა....