თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
“ამ პასუხს ველოდი სწორედ – პროკურატურამ ვიდეოებს ვერ ვინახავთ ერთი წელიო :))) 2014 წელს პროკურატურაში ჩემი შესვლის შესახებ საშვების მონაცემები და შენობაში გადაადგილების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები მომაწოდეთ თქო ოფიციალურად მივმართე ამასწინ. ეს ვიდეოები მარტივად დაამტკიცებდნენ იმას რომ მე და გიორგი გოგაძე ნამდვილად ვიმყოფებოდით მთავარი პროკურორის კაბინეტში. მაგრამ ზუსტად ვიცოდი მიპასუხებდნენ ვიდეოებს არ ვინახავთო. ერთი პატარა სერვერი უნდა ამ ჩანაწერების შენახვას არადა. ჰოდა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა კეზერაშვილის მაღალჩინოსნის ირაკლი შოთაძის პროკურატურაში ასეთი პასუხი გამოაცხვეს. სამარცხვინო დუქანია პროკურატურა, თან რამხლა თანხა გვიჯდება ამ არაფრისმაქნისი დაწესებულების შენახვა“.
შეგახსენებთ, ელისაშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა თანამდებობის პირთა მხრიდან, მაშინ როცა ის შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობდა.