ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც აბების სახით გამოიყენება.

მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები50%-დან 90%-მდე ამცირების პაციენტის დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

„COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება აბების სახით. ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში.

იტვირთბა....