ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილი იღებს ყველა იმ საკვებ-დანამატს, რაც საჭიროა შიმშილობაში მყოფი პირისთვის

პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირების განმარტებას აკეთებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, შიმშილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

მისივე თქმით, “მიხეილ სააკაშვილი იღებს ყველა იმ საკვებ-დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის”

“გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია.
,,რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს”, – აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.
იტვირთბა....