ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მინისტრები კოხტას საბაგიროზე

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოსურათი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. სურათზე წარმოდგენილია ბაკურიანი კოხტას საბაგირო გზა, რომელზეც რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი ზის, მათ შორის პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ბაკურიანში განახლებული კოხტა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.

იტვირთბა....