aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის, ადამიანების სახელებს ვერ იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციური პრობლემები აქვს.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები აქვს.

“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 35-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....