aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

დეკანოიძე: ყველაზე დიდი სამშობლოსთვის თავგანწირვაა, რაც სააკაშვილმა უკვე აჩვენა

მე დარწმუნებული ვარ, ჩემი მრავალი წლის მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი გვიყურებს საპყრობილიდან და მას მინდა მივმართო, ყველაზე უფრო დიადი არის სამშობლოსთვის თავგანწირვა, რაც მან უკვე აჩვენა. ყველა ადამიანს, მისი ჩათვლით, ვინც სამშობლოსთვის თავგანწირულია, შემოინახავს ისტორია, ხოლო უფერულ ადამიანებს, ვისთვისაც მხოლოდ გაყალბება, რეჟიმი და ხელისუფლებაში დარჩენა და კორუფციაა მთავარი, ისტორია არ შემოინახავს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ბრძოლისთვის.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს ბრძოლა ყველასია, ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცის რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რამდენად აუცილებელია იგი ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება მალე ყველასთან ერთად

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....