aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირისპირ შეხვედრას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია პატრიარქთან პირისპირ შევედრას ითხოვს.

როგორც გვარამია აცხადებს, მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პატრიარქის ინფორმირება და მისი პოზიციის პირადად მოსმენა სურს.

“მე, ნიკა გვარამია ვითხოვ მასთან [პატრიარქთან] პირისპირ შეხვედრას ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა პირადად მოვახდინო მისი ინფორმირება და ასევე მოვისმინო პირადად მისი პოზიცია. მინდა შევხვდე ყოველგვარი სპიკერების, შუამავლების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე, რადგან არ გვაქვს ამ ადამიანების მიმართ სანდოობა და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად, კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას. ეს არის ჩემი პირადი თხოვნა პატრიარქისადმი და ჩვენი წლების ურთიერთობა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ ერთმანეთს სანდო ვითარებაში, მისთვის სასურველ ადგილას, დროსა და პირობებში”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 35-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....