aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გვარამია: საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე.

მისი თქმით, დღეს სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა ანტიჰუმანურად.

“ღრმა პატივისცემით მამა მიქაელ ბოტკოველის მიმართ, მე რამდენიმე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი. ასევე, ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. მე არ ვიცი, ამჟამად საქართველოს საპატრიარქო განიხილავს თუ არა ტყუილს, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ, როგორც ფაქტს. ამიტომ შემიძლია, ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების პირობებში ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯის გარეშე, მეტსაც ვიტყვი, შეწყალების კომისიის  გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი არ უთხოვია.  ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს. შეგახსენებთ, სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე – საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა, სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს.

მეორეა სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. ერთიც და მეორეც, საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია ანტიჰუმანურობა“, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 35-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....