ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მშვილდაძე ზურაბიშვილზე: გვაქვს განცდა, რომ რაღაცნაირად დაგვტროლა

არის ხოლმე ყველაფრის მოლოდინი. სალომე ზურაბიშვილს ასე უთქვამს ბევრი განცხადება და მერე სხვანაირად მოქცეულა, მათ შორის შეწყალებაზე… მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მაინც გვაქვს განცდა, რომ რაღაცნაირად დაგვტროლა. უბრალოდ ყურადღება წაიღო, რომ რაღაც მესიჯი გაეჟღერებინა – არჩევნები ჩატარდა კარგად და ამით შეწევნოდა მთავრობას, რომ თითქოს, ეს ყველაფერი მაგისთვის იყო. სხვა ნაწილში რაზეც ილაპარაკა, ეს სალაპარაკო იყო შარშანწინ. შარშან უკვე გვიან იყო და დღეს სასაცილოც აღარ არის

ამის შესახებ ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე ისაუბრა.

იტვირთბა....