ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მამა ზაზა თევზაძე პრეზიდენტზე: მოვალე იყო, სიტუაცია განემუხტა, არ აპატიებს ღმერთი და ისტორია

მართალი რომ ვთქვა, დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია [რომ შეიწყალებდა], თუმცა ამის უდიდესი შესაძლებლობა გააჩნია პრეზიდენტს და მოვალეც არის, რომ განმუხტოს სიტუაცია, რომელზეც ის ხანძგრძლივად ლაპარაკობდა – პოლარიზაცია, დესტაბილიზაცია, დაძაბულობა… მას რამდენიმე ფრაზით შეეძლო ეს განემუხტა და მოვალე იყო ქართველი ხალხის წინაშე. სამწუხაროა ის, რომ ამას ვერ ბედავს, ვერ აკეთებს, ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და ამას არ აპატიებს არც ღმერთი და არც ისტორია. ეს ყოველდღიურად, ყოველწამერად იწერება. მსგავსი მანიპულაციები, ვითომ მშვიდობისმყოფელობის ნამდვილად არ არის მისაღები და ჭკუათმყოფელი ამას არ მიიღებს. მე ამის თქმა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მრჩება

ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადებას, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კვლავ უარი თქვა.

იტვირთბა....