სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიებს მიიღებენ.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2 ნოემბერს მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, ყოველთვიური სტიპენდიები დაწესდება ოლიმპიელებისა და საჭადრაკო პრიზიორებისთვის. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს 500 და 800 ლარის სტიპენდიები დაენიშნებათ.
2019 წელს შესული ცვლილებებით კი ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის 1000 ლარის სტიპენდიები არის გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება და მისი მოქმედება გავრცელდება 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.