საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს. “მინდა აღდგეს წესი, ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და დალოცვილი იქნებიან ბავშვები”. – განაცხადა პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს 16:00 საათზე შესრულდება, პარაკლისი კი 17:00 საათზე.
“5 საათისთვის მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები, მე თვითონ შევასრულებ პარაკლისს”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორეს განმარტებით, ბავშვების დალოცვის წესი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იყო.