ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენი პლანეტა დედამიწა უნდა დავიცვათ და საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი

ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილებების მთავრობათა შორის საბჭოზე წარმოდგენილ ახალ ანგარიშშია ასახული, როგორც კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლაზგოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე განაცხადა.

„ამ ანგარიშში მკაფიოდ და კარგადაა გაცხადებული ეროვნულ დონეზე ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ერთობლიობაშიც არაა საკმარისი ატმოსფეროში სითბური აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონეზე დასაწევად. და რომ მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო თუ გვსურს პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იყოს აცილებული.

გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილი. ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოება გვყავდეს. ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კრიტიკული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენ საზოგადოებას შეამზადებს კლიმატის ცვლილებების გარდაუვალი გავლენისთვის.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გაეროს გენერალური მდივნის ძირითადი რჩევები, რათა ჩვენი პლანეტა დედამიწა დავიცვათ და ჩვენ საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....