ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ენმ-ს მანდატებზე: ვისურვებდი, რომ ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ისურვებდა, საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილიყო და არა – ინდივიდუალური.

„მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვართ პარტია და ჩვენი პარტია მოქმედებს გუნდურად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა. ინდივიდუალურად ვერავის დავუშლი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე, როგორც გითხარით, სულისკვეთებას ვიზიარებ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა მეტი გვაქვს და ეს იქნება“, – ამბობს დეკანოიძე „ტვ პირველის“ ეთერში და ამატებს, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.

იტვირთბა....