ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბარამიძე: ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა არ გვაკომპლექსებს

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით ნაციონალურ მოძრაობას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ეს მათ არ აკომპლექსებს და პარტიის სამოქმედო გეგმებს არ ცვლის.

“ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელის ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს… ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

იტვირთბა....