აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანის რეჟიმი ალბათ, იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ხალხი უკეთესს იმსახურებს – რუბიო

ვფიქრობ, რეჟიმებმა, მათ შორის ირანის რეჟიმმაც, ისწავლეს, რომ როდესაც ხალხისთვის სნაიპერებით თავში სროლას იწყებ, ეს ძალიან ეფექტიანია, ანუ მუშაობს. მათ ეს გააკეთეს კიდევაც და ეს შემზარავია, ჩვენ ამას ვხედავდით. ეს რეჟიმი ალბათ, ახლა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, რაც ოდესმე ყოფილა.

მთავარი პრობლემა, რაც მათ აქვთ არის ის, რომ იმ პროტესტებისგან განსხვავებით, რაც სხადასხვა თემებზე მანამდე გვინახავს, ამ შემთხვევაში მათ არ აქვთ საშუალება, რომ უპასუხონ მომიტინგეთა ძირითად მოთხოვნებს. მათი ძირითადი ჩივილი არის ის, რომ ეკონომიკა კოლაფსის მდგომარეობაშია. მიზეზი, თუ რატომაცაა მათი ეკონომიკა კოლაფსშია არის ის, რომ მათ მთელი თავიანთი ფული და რესურსები იარაღის წარმოებასა და მსოფლიოს გარშემო ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებას მოახმარეს, იმის ნაცვლად, რომ ეს ფული თავიანთ საზოგადოებაში ჩაედოთ.

შედეგად, მათ აიკიდეს მასშტაბური გლობალური სანქციები, რომლებმაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა იზოლაციაში მოაქცია. აი, რას ითხოვს ირანელი ხალხი: შეწყვიტონ ეს პოლიტიკა და დაიწყონ ხალხზე ზრუნვა და სანქციების მოშორება, მაგრამ ეს რეჟიმი ამის გაკეთებას არ აპირებს. მათი მთავარი გამოწვევაა ის, რომ პროტესტებმა დროებით იკლო, მაგრამ ისინი მომავალში კვლავ განახლდება, რადგან ეს რეჟიმი, იმ შემთხვევაში თუ არ არის მზად, შეიცვალოს ან დატოვოს ხელისუფლება, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს ირანელი ხალხის ლეგიტიმურ და მუდმივ მოთხოვნებს, ხოლო ირანელი ხალხი უკეთესს იმსახურებს.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში მოსმენაზე, რომელიც ვენესუელაში ტრამპის სამხედრო მოქმედებებს ეხებოდა.

იტვირთბა....