ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: ის, რაც გუშინ ვიხილეთ არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის, რაც გუშინ ვიხილეთ არ იყო არჩევნები.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი მიდის ყველაფერზე და ძალადობრიი მეთოდებით უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას.

“ნამდვილად მძიმეა, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მიდის ყველაფერზე, უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და ხელის გადაგრეხვით, ძალადობრივად, მათ შორის პირდაპირ ფიზიკური ძალადობის ხარჯზე წერს არჩევნების შედეგს. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არ იყო ნამდვილად არჩევნები. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება ადეკვატური პასუხი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან”, – განახადა ბოკუჩავამ ტვ პირველთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 100%, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....