aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გრიგოლია: ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! – ვინც ფიქრობს, რომ ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა.

როგორც გრიგოლია აღნიშნავს, ცვლილებები გარდაუვალია და მას ქოცთა პასტით დაწერილი გამარჯვება მოიტანს.

“გავიღვიძე და მართლა ყველგან არ დაუწერიათ გამარჯვება? ვინც ფიქრობს, რომ ეს გაყალბება კი არადა, გადაზელვა შერჩებათ და ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია. აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ იაპონია. ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! მე პირადად, არჩევნების აზრს ამ ქვეყანაში ვეღარ ვხედავ! ოღონდ, ასეთი ოპტიმისტი და ასეთი შემართული, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ცვლილებები არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს მოიტანს ქოცთა, პასტით დაწერილი გამარჯვება”, – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 100%, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....