aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას წარადგენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოალიციური ოპოზიცია დღეს, საღამოს 19:00 საათზე, მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 100%, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....