ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის საქმე და პროგრესი, მეორე მხარეს – არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან ერთ მხარეს საქმე და პროგრესი, ხოლო მეორე მხარეს არეულობისა და სისხლისღვრის გეგმებია.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, რადგან ბნელი წარსული ყველას ახსოვს.

“უკვე გავაკეთე არჩევანი და ყველას მინდა მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს. თბილისში დღეს ჩვენ ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ქართული ოცნების კანდიდატებს. არსად არ დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა. ის არ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ბნელი წარსული ყველას გვახსოვს. ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი, პერსპექტივა, სტაბილურობა და განვითარება, მეორე მხარეს კი არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. ამიტომ არჩევანი არის მარტივი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს არაა სახლში დარჩენის დრო. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ნაცმოძრაობა მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება ინციდენტების ორგანიზებას, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებულები. სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არც ერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისკენ”, – განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....