ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუჭავა: ხმა მივეცი კახა კალაძეს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადგილპობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

კუჭავას განცხადებით, მან ხმა კახა კალაძეს მისცა და ამის დაკონკრეტება დარღვევა არ არის.

“რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს – კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. დარღვევა არ არის ჩემ არჩევანზე საუბარი, მე არასდროს მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც”, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში,15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....