ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილის თქმით, 2 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე სააკაშვილის გათვლა ოპოზიციური ლიდერების მკვლელობა იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით ჩამოვიდა.

მისი თქმით, სააკაშვილის ერთადერთი განზრახვა იყო, რომ ის 2 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე გამოჩნდებოდა.

“მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის.

წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა  გადაცემაში იმედი LIVE.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

 

იტვირთბა....