ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანი 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს წარმოუდგენელია

ნაციონალურ მოძრაობას დღემდე ჰგონია, რომ საჯარო მოხელე არ შეიძლება, სხვა პოლიტიკური პარტიის აქციაზე მივიდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა და ლოგიკა, რომელიც მათ აქვთ. უბრალოდ, მათ ეს გაჯერებული ჰქონდათ 2012 წლამდე და თუ ადამიანი განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა, ან კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება ჰქონდა, სამსახურიდან აგდებდნენ, ოჯახს უწიოკებდნენ და მიდიოდა ამ ადამიანების ჩაგვრა-გაუბედურება. 2012 წელს ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ და ეს არის ჩვენი მონაპოვარი.

დღეს ყველა თავისუფალია და რა თქმა უნდა, თუ საჯარო მოხელეს სურვილი აქვს, ის აქციაზე გამოვა. როგორ შეიძლება, ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ადამიანები იქიდან გამომდინარე მსჯელობენ, რა მეთოდებიც თავად ჰქონდათ

ამის შესახებ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში მმართველი გუნდის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იტვირთბა....