ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: მზად ვარ, ჩემი ქალაქისთვის ვითანამშრომლო ისეთ აბსოლუტურად უსიმპათიო სუბიექტებთან, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მისი ქალაქისთვის მზად არის, რომ კობახიძესთან და ღარიბაშვილთანაც კი ითანამშრომლოს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ყველა ქალაქში გაიმარჯვებს.

“ისევე როგორც ფოთში, ასევე სხვა ქალაქებში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს ჩანს ყოველდღიურ შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერებიც მე დამიჭერენ მხარს. ხელისუფლების მხარდამჭერებიც, როდესაც გელაპარაკებიან, აღიარებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები.

ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია – თუ ეს სჭირდება ფოთს და ამას მავალდებულებს კანონი. ეს ბატონები რომ საუბრობენ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ტრანსფერს არ მივცემთო, პირდაპირ საბოტაჟზე საუბრობენ. არ მისცემ, რას ნიშნავს? რაც კანონით არის განსაზღვრული, ის უნდა მისცე”, – განაცხადა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....