ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ახლა იხტუნაოს იქით და აქეთ მელიამ, ეს არის მისი დასასრული

ვისმენდი ბატონი მელიას ვირტუალურ მთავრობას – სასაცილოა ხო? მე ხომ ვაფრთხილებდი მელიას, სააკაშვილი და სააკაშვილის ტელევიზია გაწირავდა მას და გაწირეს. ახლა იხტუნაოს იქით და აქეთ. ის იძულებული გახდება დატოვოს ნაციონალური მოძრაობა, ან წავა სახლში, პოლიტიკას ჩამოშორდება ან ქალბატონ ხოშტარიასთან, რომელიც ერთპროცენტიანია და ბატონი ხაზარაძესთან, რომელიც თუ არ ვცდები 3%-იანია, 4 %-იანი პარტიის ლიდერი იქნება. აი, ეს არის მისი დასასრული. ამის შესახებ ვაფრთხილებდით, როდესაც სააკაშვილის არაჯანსაღ, ანტისახელმწიფოებრივ თამაშებში ჩაერთო

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, კითხვაზე შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას თბილისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას გამოკითხულთა 48.4%, ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს კი 51.6% უჭერს მხარს.

იტვირთბა....