ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

გრიგოლია ხელისუფლებას: როცა 7 ნოემბერზე ლაპარაკობთ, რატომ არ ლაპარაკობთ 5 ივლისზე?!

ძალიან მინდა მოვისმინო ხელისუფლების პასუხი 5 ივლისზე. როცა თქვენ 7 ნოემბერზე ლაპარაკობთ, რაზეც მე ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა, მაინტერესებს, რატომ არ ლაპარაკობთ 5 ივლისზე?! ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომელი ბიჭი, რომელიც მოკვდა… მედიის დასისხლიანებული წარმომადგენლები, რომელიც მივიღეთ და არც ერთი დასჯილი ორგანიზატორი, იმიტომ, რომ ამის უკან იყავით თქვენ. სადაც ახსენებთ 7 ნოემბერს და თუ გინდათ რომ ობიექტურობა იყოს გარშემო, აუცილებლად იცოდეთ, რომ დადგება დრო, როცა 5 ივლისზე თქვენ მოგიწევთ პასუხისგება. მე გაძლევთ იმის პირობას, რომ ერთ-ერთი მოქმე თქვენს წინააღმდეგ ვიქნები მე. ამიტომ, სასამართლოს უფლება თქვენც უნდა გქონდეთ. სასამართლოს უფლება აქვს ყველას

ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის ეთერში 2021 წლის 5 ივლისზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 60-მდე ჟურნალისტი დაშავდა.

იტვირთბა....