ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: სამწუხაროდ, კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განმარტავს, ვიდრე ადვოკატებთან არ სრულფასოვანი კომუნიკაცია არ აღუდგება ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დათანხმდება.

“დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგება სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდები, ვინაიდან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატებია.

ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი”, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....