ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევა გაყალბებულია.

მისი თქმით, ქართული ოცნება ყველა ოლქში დამაჯერებლად იმარჯვებს.

“ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს ქართული ოცნება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, კითხვაზე შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას თბილისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას გამოკითხულთა 48.4%, ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს კი 51.6% უჭერს მხარს.

იტვირთბა....