ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილზე: შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე – ციხე შოუების ადგილი არ არის

პარტია ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელი თავად პატიმარია.

მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ პრინციპით იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება.

“როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე პატიმარი, მარტივად არის საქმე. მე მოვისმინე პრეზიდენტის ძალიან მყარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას. შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....