ავსტრალიელი ფეხბურთელი ჯოშ კავალო საჯაროდ აცხადებს, რომ გეია.
ამის შესახებ ბიბისი წერს.
გამოცემის ცნობით, 21 წლის ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად იყო პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.
“მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი. ერთადერთი, რაც მინდა გავაკეთო, არის ფეხბურთის თამაში და თანაბრად მოპყრობა. ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება დამღლელია”, – თქვა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამასთან, ჯოში ტვიტერზე წერს, რომ საკუთარ თავს 6 წელზე დიდხანს ებრძოდა, ახლა კი უხარია, რომ მხრებიდან ტვირთი მოიშორა.