ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში

დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.
სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!
დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!
მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

სარალიძე: მეორე შვილს მიკლავდით…

სარალიძე მთავრობაზე: ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან

გვარამია პროკურატურას: პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან

POG: გვარამიამ სააკაშვილის პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დავიწყეთ გამოძიება

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა

გვარამია: შემდეგი წითელი ხაზი სად გადის ახლა ნეტა, როდის გავიგებთ? მოვემზადოთ ჩვენც, ხო უნდა დავცხოთ მედიამაც