ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილზე: შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?!

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში არ შიმშილობს.

მისი თქმით, სააკაშვილის შოუ ატუალური მხოლოდ 30 ოქტომბრამდე იქნება.

“30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა.შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, რომელიც აქტუალური მხოლოდ 30 ოქტომბრამდე იქნება. ეს შოუ სწორედ ამ დრომდე დარჩება ძალაში. ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც. რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?!”, – განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

იტვირთბა....