მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: ვერც მელიები, ვერც გვარამიები და ვერც მეგის ქარდავები ვერ შეაჩერებენ ამ ქალაქის აღმშენებლობას

[su_quote]დააკვირდით, ჩემ წინააღმდეგ რა კამპანია მიმდინარეობს… თუ რამე ცუდი შეიძლება ადამიანმა იფიქრო და იკადრო, ყველაფერს კადრულობდნენ. ოჯახსაც შეეხნენ…

რომელი მაგალითი მოვიყვანო?! ნახეთ მათი კლიპები, რა შეურაცხყოფას მაყენებენ. ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა აქვთ და ყველაფერი იკადრეს, მაგრამ ჩვენ, ადამიანებმა, ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ, იგივე ხომ არ უნდა დავუპირისპიროთ?! იმათ დონეზე ხომ არ უნდა დავიდეთ? პირიქით, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საქმეები, გასაკეთებელი პროექტები, სამომავლო მასშტაბური გეგმები, რომელიც უკავშირდება თბილისს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები, ვერც მეგის ქარდავები.

რაც ხდებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, იმაზე კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით გაგრძელდება ამ ქალაქის აღმშენებლობა იმისთვის, რომ იყოს ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ჯანსაღი და აქ მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ კეთილდღეობა და ჩამოსულმა სტუმრებმა თქვან, რომ ეს რა მაგარი ევროპული ქალაქია[/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....